Aa
Aa

"ეს რა სულელური შემადგენლობაა?" - იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის მწვრთნელი გააკრიტიკა

შვედეთის ნაკრებმა ერთა ლიგაზე პირველი შეხვედრა საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩს მთავარი მწვრთნელის, ჯეინ ანდერსონის შერჩეული შემადგენლობა არ მოეწონა და ღიად გააკრიტიკა.

"ეს რა სულელური შემადგენლობაა? შემადგენლობაში არაკომპეტენტურ ხალხს, არასწორ პოზიციებზე ვხედავ. ასე შვედური ფეხბურთი დასამარდება." - განაცხადა ზლატანმა.

"მილანის" ფეხბურთელის აზრით, ძირითად შემადგენლობაში დეიან კულუსევსკი უნდა ყოფილიყო. ხსენებულმა ფეხბურთელმა მინდორზე, მხოლოდ 20 წუთი დაჰყო და სწორედ ამან გამოიწვია იბრაჰიმოვიჩის აღშფოთება.

კულუსევსკიმ გასული სეზონი "პარმაში" გაატარა და ჩატარებულ 36 მატჩში 10 გოლი გაიტანა. თამაშის შემდეგ ჟურნალისტებმა 20 წლის ფეხბურთელს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა საკმარისი დრო თავისი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

"რა თქმა უნდა, მოცემული დრო არ არის საკმარისი რაიმე ღირებულის შექმნისთვის, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხანდახან ასეც ხდება. საბოლოო ჯამში მე მაინც შოკირებული და ბედნიერი ვარ. ეს ჩემი მეორე ოფიციალური სანაკრებო მატჩი იყო." 

მატჩის დასრულების შემდეგ შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კულუსევსკიზე კომენტარი გააკეთა. "ჯერჯერობით მასთან არ მისაუბრია და ზუსტად არ ვიცი რა განცხადება გააკეთა, მაგრამ თუ კულუსევსკი თვლის, რომ 20 წუთი საკმარისი არ არის ეს მისი პრობლემაა. მისით კმაყოფილი ვარ და როდესაც შანსი მომეცემა აუცილებლად დაველაპარაკები."

შვედეთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე, თავის მორიგ შეხვედრას 8 სექტემბერს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები