დონარუმა ახალ კონტრაქტს და გაზრდილ ხელფასს ითხოვს
Aa
Aa

დონარუმა ახალ კონტრაქტს და გაზრდილ ხელფასს ითხოვს

ჯანლუიჯი დონარუმას "მილანთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. მისი ამჟამინდელი ანაზღაურება წელიწადში 6 მილიონი ევრო გახლავთ. Football italia-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ იტალიელ მეკარეს ხელფასის გაზრდა და ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

მინო რაიოლა "როსონერის" ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და მისი კლიენტის პოზიცია გააცნო. ჯერჯერობით უცნობია თუ რა პასუხი გასცეს იტალიელ აგენტს. სულ ცოტა ხნის წინ რაიოლამ კლუბის მფლობელს, ელიოტ ედვაისორს, ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის მოამატებინა ანაზღაურება. "იბრას" შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, რადგან კლუბს ძალიან სურდა შვედი თავდამსხმელის კიდევ ერთი წლით დატოვება.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ თუ "მილანი" დონარუმას მოთხოვნილ პირობებს არ დააკმაყოფილებს, ჯანლუიჯი 2021 წელს თავისუფალი აგენტი გახდება და გუნდს უფასოდ დატოვებს.

21 წლის მეკარე "როსონერიში" 2015 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 203 შეხვედრა ჩაატარა და 1 ტიტული, იტალიის სუპერ თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები