კრიშტიანუს შენიშვნა მისცეს - პორტუგალიელს დამცავი ნიღაბი არ ეკეთა
Aa
Aa

კრიშტიანუს შენიშვნა მისცეს - პორტუგალიელს დამცავი ნიღაბი არ ეკეთა

გუშინ ერთა ლიგის ეგიდით პორტუგალია საკუთარ კედლებში ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. კრიშტიანუ რონალდუმ ფეხში შეჭრილი ინფექციის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო და შეხვედრას ტრიბუნიდან მიადევნა თვალი.

მატჩის მიმდინარეობისას "იუვეს" ვარსკვლავს სპეციალური დამცავი ნიღაბი არ ეკეთა რის გამოც ორგანიზატორმა მას შენიშნვა მისცა. კრიშტიანუმ შენიშვნის მიცემის შემდეგ უმალვე გაიკეთა პირბადე და ორგანიზატორის მოთხოვნას დაემორჩილა.

გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუსმა რონალდუზე ისაუბრა.

"კრისი კარგად რომ ყოფილიყო აუცილებლად ითამაშებდა. ის არასდროს ისვენებს და მუდამ სურს თამაში. დღეს მან კარგად ივარჯიშა და თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს. რონალდუ შვედეთში გუნდთან ერთად გაფრინდება და იქ გადავწყვეტ ითამაშებს თუ არა." - განაცხადა სანტუსმა

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ ხორვატები 4:1 გაანადგურა და ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ შეხვედრას სანტუსის გაწვრთნილი ფეხბურთელები შვედეთის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 8 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები