მესის დარჩენის შემდეგ გრიზმანის მომავალი ბუნდოვანია - ვარიანტები პრემიერლიგიდან
Aa
Aa

მესის დარჩენის შემდეგ გრიზმანის მომავალი ბუნდოვანია - ვარიანტები პრემიერლიგიდან

Daily Mail-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც „ბარსელონაში“ ლეო მესი დარჩა, ანტუან გრიზმანის მომავალი კვლავ ბუნდოვანი გახდა.

წყაროს ცნობით, ფრანგი შემტევის ირგვლივ არსებულ გაურკვევლობას „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „არსენალი“ აკვირდებიან. პრემიერლიგის გრანდები გრიზმანის გადაბირების ვარიანტით ინტერესდებიან.

ცნობილი იყო, რომ რონალდ კუმანი გრიზმანს თავის პოზიციაზე გამწესებას და მის სწორად გამოყენებას გეგმავდა, თუმცა ამის შემდეგ მესი გუნდში დარჩა და ანტუანის საყვარელი პოზიცია კლუბში კვლავ დაკავებულია.

თუ, „ბლაუგრანა“ დეპაის შეიძენს, რისი შანსიც საკმაოდ დიდია, გრიზმანისთვის ძირითადში ადგილი აღარ რჩება, რადგან რონალდ კუმანი ექსპერიმენტებს არ გეგმავს და ფლანგზე ისეთი მოთამაშეების გამოყენებას არ აპირებს, რომელთა რეალური პოზიცია მოედნის ცენტრშია. ამავდროულად გუნდს დაუბრუნდა კოუტინიო, რომელზეც ნიდერლანდელი სპეციალისტი დიდ იმედებს ამყარებს.

ყველაფრიდან გამომდინარე ინგლისური კლუბები ვითარებას აქტიურად აკვირდებიან და უახლოეს დღეებში შესაძლოა „ბარსელონას“ კონკრეტული წინადადებითაც მიმართონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები