მილანი იოვიჩის შეძენით ინტერესდება
Aa
Aa

მილანი იოვიჩის შეძენით ინტერესდება

იტალიური გამოცემები, Calciomercato და Tuttosport ირწმუნებიან, რომ „მილანს“ სურს გადაიბიროს თავდამსხმელი, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონკურენციას გაუწევს. აპენინური პრესის მიხედვით, „როსონერის“ მთავარი სამიზნე შერჩეული ჰყავს და „რეალის“ ფეხბურთელის, ლუკა იოვიჩის იჯარის წესით გაფორმებით ინტერესდება.

Tuttosport-ის ცნობით, კლუბებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, რაც ბრაჰიმ დიასის გარიგებამაც დაადასტურა და გამომდინარე აქედან, „მილანში“ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.

როგორც ირკვევა, „შავ-წითლების“ წარმომადგენლები „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებს უკვე დაუკავშირდნენ და მათი დაყოლიება სცადეს, თუმცა Calciomercato იუწყება, რომ „როსონერის“ მიზნის მისაღწევად რთული დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ იოვიჩის აგენტი ფალი რამადანი გახლავთ, რომელსაც პარასკევს პაოლო მალდინი და ფრედერიკ მასარა შეხვდნენ. Calciomercato-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი სასაუბრო თემა სწორედ სერბი ფეხბურთელის სამომავლო გეგმები გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები