Aa
Aa

"გულშემატკივრებს თავს მალე შევაყვარებ" - ბრაჰიმმა პირველი პრესკონფერენცია გამართა

ცნობილია, რომ ბრაჰიმ დიაზი "მილანს" 1 წლიანი იჯარის წესით შეუერთდა. "როსონერიში" გადასვლის შემდეგ დიაზმა პირველი პრესკონფერენცია გამართა.

""მილანის" ფეხბურთელის რანგში ჩემი პირველი შთაბეჭდილებები ძალიან პოზიტიურია. მე მოვედი უდიდესი ისტორიის მქონე კლუბში. ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივი და პრივილეგიაა."

"ჯერჯერობით ტეო ერნანდესთან არ მისაუბრია. ვიმედოვნებ, რომ ის ადაპტაციაში და ფეხბურთელების გაცნობაში დამეხმარება. ვფიქრობ, რომ კომუნიკაციას მალე დავამყარებ, აქ შესანიშნავი ადამიანები არიან."

"მე ვმუშაობდი ისეთ მწვრთნელებთან, როგორებიც ზიდანი და გუარდიოლა არიან. ორივე მათგანი ერთ დროს იტალიაში თამაშობდა. ჩემი უკანასკნელი დამრიგებელი კი "ზიზუ" იყო. მან სერია ა-ზე შესანიშნავი შთაბეჭდილება შემიქმნა."

როგორც ცნობილია ბრაჰიმმა 21 ნომრიანი მაისური მოირგო.

"დიდი პატივია ატარო ის ნომერი, რომელიც გასულ სეზონში იბრაჰიმოვიჩს ჰქონდა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელის გვერდით ვითამაშებ. ის მილანის სახე და ლეგენდაა."

"გულშემატკივრებს თავს მალე შევაყვარებ. გპირდებით, რომ "მილანისთვის" საუკეთესოს გავაკეთებ და კლუბს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარები. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას." - განაცხადა დიაზმა

ბრაჰიმი 2019 წლის იანვარში, მადრიდის "რეალს" "მანჩესტერ სიტიდან" 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან მხოლოდ 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები