ლუის ენრიკე:
Aa
Aa

ლუის ენრიკე: "კლუბი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანები, მოთამაშეები, თუ პრეზიდენტები"

„ბარსელონას“ ყოფილმა და ესპანეთის ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ლეო მესისა და კატალონიურ კლუბს შორის მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა.

„ძალიან რთული საკითხია. არ ვიცი საერთოდ უნდა ვისაუბრო, თუ არა ამ თემაზე, მაგარმ ამას მაინც გავაკეთებ. ვფიქრობ, კლუბი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ადამიანები, მოთამაშეები, თუ პრეზიდენტები. „ბარსელონა“, რომელიც 1899 წელს დაარსდა, ყოველთვის ბრწყინვალე გუნდი იყო და ტიტულებს იგებდა.

აშკარაა, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ლეომ კლუბი უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა და უამრავი ტიტული მოაგებინა. სასურველი იყო, რომ მხარეებს უფრო მეგობრული შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

ადრე, თუ გვიან მესი „ბარსელონაში“ ასპარეზობას დაასრულებს და კარგი იქნება, თუკი ეს ლამაზად და მეგობრულად მოხდება. სამწუხარო იქნება დღე, როცა ლეო წავა და ასეთ დიდებულ მოთამაშეს ვეღარ ვიხილავთ, თუმცა „ბარსელონა“ ტიტულების მოგებას მესის გარეშეც გააგრძელებს, ისევე როგორც მესი განაგრძობს იყოს ბრწყინვალე ფეხბურთელი, თუ იგი სხვა გუნდს შეუერთდება“.

მესიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ იგი კლუბში რჩება, თუმცა ბართომეუს და მისი გუნდის მუშაობას კატასტროფული უწოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ მას გუნდიდან წასვლის საშუალება არ მისცა და სიტყვა არ შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები