calciomercato:
Aa
Aa

calciomercato: "არსენალი" ლოკატელის ტრანსფერთან ახლოს იყო...

როგორც იტალიური გამოცემა calciomercato.com იუწყება, ლონდონის "არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, "მილანის" თინეიჯერი ნახევარმცველის, მანუელ ლოკატელის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო.

"მეთოფეებმა" აპენინელებს სოლიდური თანხა შესთავაზეს, რის შემდეგაც მოლაპარაკებებიც დაიწყო, თუმცა ბოლო მომენტში "როსონერის" ხელმძღვანელებმა ტრანსფერზე უარი განაცხადეს.

ლოკატელი მიმდინარე სერია ა-ს ნამდვილი აღმოჩენაა. 18 წლის ნახევარმცველმა, გარდა იმისა, რომ "მილანის" ძირითადში მყარად დამკვიდრდა, 2 უმნიშვნელოვანესი, ამავე დროს ულამაზესი და რაც მთავარია ორივე შემთხვევაში ("სასულოსთან" და "იუვენტუსთან") გამარჯვების მომტანი გოლის გატანაც მოასწრო. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები