პოგბა იუვენტუსში დაბრუნებაზე კვლავ ფიქრობს
Aa
Aa

პოგბა იუვენტუსში დაბრუნებაზე კვლავ ფიქრობს

ტუტოსპორტის ინფორმაციით, პოლ პოგბა „იუვენტუსისგან“ შემოთავაზებას ელის და ტურინში დაბრუნების იმედი კვლავ აქვს.

ფრანგ შუახაზელს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ არსებული ხელშეკრულება 2022 წელს უსრულდება და მის გახანგრძლივებას არ გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში „იუვენტუსი“ პოგბას გადაბირებას არ გეგმავს, ფრანგს იმედი აქვს სიტუაცია ზამთრისთვის შეიცვლება და „იუვენტუსში“ დაბრუნებას შეძლებს.

ტრანსფერმარკეტი პოგბას 80 მილიონ ევროდ აფასებს, რომლის გადახდაც ტურინელთათვის საკმაოდ რთული იქნება.

გასული სეზონის ბოლოს პოგბამ განაცხადა, რომ იგი კლუბის დატოვებას არ გეგმავდა და არსებული გუნდითა და პროექტით მოხიბლული იყო. აქედან გამომდინარე ტუტოსპორტის ინფორმაცია ცოტა უცნაურად მოსჩანს.

ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ახალი წესების თანახმად, ფეხბურთელს შუა სეზონში გუნდის შეცვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ახალი კლუბის რიგებში თამაშის უფლება ეძლევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები