არსენალი ატლეტიკოს ტომასის სანაცვლოდ 2 მოთამაშეს სთავაზობს
Aa
Aa

არსენალი ატლეტიკოს ტომასის სანაცვლოდ 2 მოთამაშეს სთავაზობს

ლონდონის „არსენალი“ ტომას პარტეისთვის ბრძოლაში დანებებას არ აპირებს და „ატლეტიკოს“ დასაყოლიებლად ყველაფერს გააკეთებს.

„მეთოფეებისა“ და პარტეის შესახებ რამდენიმე თვეა იწერება, მაგრამ არტეტას გუნდმა მიზანს ვერა და ვერ მიაღწია. საქმე ისაა, რომ „როხიბლანკო“ განელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 45 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს, „არსენალს“ კი მისი გადაბირება გაცილებით ნაკლებად სურს.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, „მეთოფეები“ გამოსასყიდი თანხის გადახდას არ გეგმავენ და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელთა გაცვლა შესთავაზეს. რომანოს მიხედვით, ლონდონური გრანდი მზადაა, პარტეის სანაცვლოდ მატეო გენდუზი და ალექსანდრ ლაკაზეტი დათმოს. ეს უკანასკნელი დიდი ხანია „ატლეტიკოს“ ყურადღების ცენტრშია მოქცეული და შესაძლოა მადრიდელებმა მიღებულ წინადადებაზე თანხმობა განაცხადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები