Aa
Aa

MMA: ზვიად ლაზიშვილი LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია!

MMA-ს წარმომადგენელი ქართველი ზვიად ლაზიშვილი LFA-ს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

პირველივე რაუნდში 3 წუთისა და 42 წამის შემდეგ, ლაზიშვილის დომინანტურმა გამოსვლამ შედეგი მალევე მოიტანა და ქართველმა მებრძოლმა თავისი მეტოქე რიკი სტილი პირველივე რაუნდში მოგუდა (13:0).

მეტოქე ლაზიშვილის იერიშებს თავდაპირველად უმკლავდებოდა, თუმცა ქართველის სუპერშემტევმა ტაქტიკამ რიკი სტილი უშანსოდ დატოვა.

ლაზიშვილმა გამარჯვების შემდეგ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრძოლამდე ვარჯიშებისას ტრავმა 3-ჯერ მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ქართველი მებრძოლი იმედოვნებს, რომ UFC-ის მისი მონდომება და პერფორმანსი უყურადღებოდ არ დარჩება და სამომავლოდ უკეთესი შემოთავაზებებს იმედი აქვს.

ჯამში ეს ლაზიშვილის მეცხრე გამარჯვება იყო, თუმცა LFA-ს ეგიდით გამართული მეორე ბრძოლა გახლდათ და ქართველმა ორივეს მოგება შეძლო. 2019 წლის ნოემბერში, მან ჯონ ჰუბერის დამარცხება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები