„ძალიან ძლიერი მეტოქე იყო“ - მაისურაძისა და კუციას მატჩისშემდგომი კომენტარები
Aa
Aa

„ძალიან ძლიერი მეტოქე იყო“ - მაისურაძისა და კუციას მატჩისშემდგომი კომენტარები

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით, 0-2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს 21-წლამდე გუნდის თავკაცმა, ვასილ მაისურაძემ და საყრდენმა ნახევარმცველმა, გიორგი კუციამ გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს 6 ქულა დარჩა და მესამე ადგილზე იმყოფება. ვასილ მაისურაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს, ლიხტენშტაინის 21-წლამდე გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები