უილიამსი საუკეთესო სათადარიგოა
Aa
Aa

უილიამსი საუკეთესო სათადარიგოა

“ტორონტო რეპტორზის” მცველი ლუ უილიამსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2014-15 წლების სეზონის საუკეთესო მე-6 მოთამაშედ დაასახელეს.

გამოკითხვის შედეგად, უილიამსმა 502 ქულა მიიღო და უკან აიზეია ტომასი (“ბოსტონ სელტიქსი”, 324) და ჯამალ კროუფორდი (“ლოს ანჟელეს კლიპერსი”, 131) მოიტოვა. 130 ჟურნალისტიდან 78-მა “რეპტორსის” კალათბურთელი პირველ ადგილზე დააყენა.

ცნობისთვის, უილიამსი “ტორონტოს” პირველი მოთამაშე გახდა, რომელსაც აღნიშნული ჯილდო ერგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები