Aa
Aa

"გუარდიოლა ისევ ჩაფლავდა" - მათეუსმა პეპი გააკრიტიკა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ეგოცენტრული პიროვნებაა.

"პეპი "ისევ ჩაფლავდა. "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ იგი ჩემპიონთა ლიგაზე ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს. გუარდიოლა ეგოცენტრული ადამიანია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მნიშვნელოვანი თამაშების დროს რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება სურს, მაგრამ არ გამოსდის."

"ბარსას" საკუთარი სტილი აქვს და გუარდიოლას ტაქტიკამ იქ გაამართლა, მაგრამ "ბაიერნსა" და "სიტიში" იგივემ არ იმუშავა - მისი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. მუდამ სურს აჩვენოს, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია. მას მინდა ვუთხრა, რომ არის უდიდესი სპეციალისტი, მაგრამ პეპ, გთხოვ, შეცვალე ტაქტიკა."

"შევეცდები, იგი ერთი სიტყვით დავახასიათო. მგონი, ეგოცენტრული ზუსტად მიესადაგება ხოსეპს. მესმის, რომ უხეში სიტყვაა, მაგრამ მან "ბაიერნში" მუშაობისას რობერტ ლევანდოვსკი მარცხენა გარემარბად აქცია და ეს ყოვლად აბსურდული გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა მათეუსმა Bild-თან საუბრისას.

"პეპ" გუარდიოლამ კატალონიის "ბარსელონაში" მუშაობისას ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ "რეკორდმაისტერის" სათავეში, ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ სამჯერ დამარცხდა. მისი მოწინააღმდეგეები კი ესპანური ფეხბურთის გრანდები  "რეალი", "ბარსელონა" და "ატლეტიკო" იყვნენ.

"მანჩესტერ სიტიში" მუშაობისას კი "პეპს" ხშირად უმართლებდა წილისყრაში, თუმცა ვერც "ქალაქელებს" მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა. გუარდიოლას გუნდი მიყოლებით ჯერ "მონაკომ" გამოთიშა ასპარეზობას, შემდეგ - იურგენ კლოპის "ლივერპულმა". მერსისაიდელების შემდეგ "ტოტენჰემმა" აჯობა "სიტის", ხოლო გასულ სეზონში - ფრანგულმა "ლიონმა".

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად ყველა წაგებულ თამაშში იგრძნობოდა ის ფაქტი, რომ თითქოს გუარდიოლას გეგმა "ბ" არ ჰქონდა და მატჩის მიმდინარეობას ვერ ცვლიდა. რადიკალურად სხვა სიტუაცია გვხვდება შიდა ჩემპიონატებში. "პეპის" გუნდები ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის პირველობაზე შესანიშნავად ასპარეზობენ და ტიტულს ეუფლებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები