თითქმის 5-საათიანი თრილერი - მარეიმ ნიშიოკას 0:2-დან მოუგო
Aa
Aa

თითქმის 5-საათიანი თრილერი - მარეიმ ნიშიოკას 0:2-დან მოუგო

გუშინ ამერიკის ღია პირველობის მეორე რაუნდში ერთმანეთს ენდი მარეი და იოშიტო ნიშიოკა დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 

პირველი ორი სეტი ბრიტანელმა 4:6 4:6 წააგო და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მარეი დამარცხდებოდა. სამი დიდი სლემის გამარჯვებულმა ყურადღება მოიკრიბა და მეტოქეს "ქამ ბექი" შეუსრულა. მარეიმ ზედიზედ სამი სეტი მოიგო, ანგარიშით 7:6 7:6 6:4 და მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ენდი ხელის ტრავმით თამაშობდა და მეხუთე სეტში სამედიცინო პერსონალის ჩარევა გახდა საჭირო. მატჩი 4 საათი და 39 წუთი გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიტანელმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა.

"ძალიან დაღლილი ვარ. თითები საშინელ მდგომარეობაში მაქვს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ვიღაცამ თითები დამიმტვრია. რაც შეეხება ფიზიკურ კონდიციებს, კარგად ვარ მომზადებული."

"მატჩის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ხანგრძლივ დაპირისპირებას ვერ გავუძლებდი, რადგან დიდი ხანია ხუთ სეტიანი შეხვედრა არ ჩამიტარებია."

"ტურნირის ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ მათ ყინულის აბაზანები აქვთ მომზადებული და ეს საგანგებო სიტუაციებისთვის იყო განკუთვნილი."

"როგორც ჩანს მე ეს ყინულის აბაზანები ძალიან მჭირდება და ვაპირებ რომ გამოვიყენო. თუ ნებას არ დამრთავენ მაშინ ვეცდები, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდე სასტუმროში."

"ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი დაპირისპირება, რომელიც ბოლო 1 წელიწადში გავმართე." - განაცხადა მარეიმ

შეგახსენებთ, რომ ენდი თავის მომდევნო დაპირისპირებას 3 სექტემბერს მსოფლიოს 21-ე ჩოგანთან, ფელიქს ოჟერ-ალიასიმთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები