3 მოთამაშე ტრანსფერზე - არსენალი ტომასის შესაძენად თანხებს აგროვებს
Aa
Aa

3 მოთამაშე ტრანსფერზე - არსენალი ტომასის შესაძენად თანხებს აგროვებს

Mirror-ის ინფორმაციით, „არსენალი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ცენტრალური ნახევარმცველის ტომას პარტეის შეძენას კვლავ ცდილობს და საამისოდ მზად არის ერთბაშად 3 მოთამაშე გაყიდოს, რათა ტრანსფერისთვის საჭირო თანხის მოგროვება შეძლოს.

წყაროს ცნობით, კლუბი გენდუზის, სოკრატისსა და ჰოლდინგს გაყიდის, მათ სანაცვლოდ მიღებული თანხით კი „ატლეტიკოსთვის“ დამაკმაყოფილებელ წინადადებას მოამზადებს.

როგორც ცნობილია, პირველი შეთავაზება, რომელიც გენდუზის პლუს 22 მილიონი ფუნტი იყო, ესპანურმა კლუბმა დაბლოკა.

ტომას პარტეი დიეგო სიმეონეს ფავორიტი მოთამაშე იყო, რომელსაც „ჩოლო“ ყველა პრინციპულ შეხვედრაში ძირითადში ათამაშებდა და უცნაურია, რომ არგეტინელი სპეციალისტი მის გასხვისებას დათანხმდა. სავარაუდოდ, ვითარებაზე გავლენა თავად ფეხბურთელის სურვილმა მოახდინა.

27 წლის განელმა შუახაზელმა „ატლეტიკოს“ რიგებში 187 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 16 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები