Aa
Aa

"ყველაზე ბედნიერი ადამიანი მსოფლიოში" - რონალდინიოს დოკუმენტური ფილმის თრეილერი

ბრაზილიის ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე, თავისი ფილმის თრეილერი გამოაქვეყნა, სახელწოდებით "ყველაზე ბედნიერი ადამიანი მსოფლიოში."

დოკუმენტურ ფილმში ასახული იქნება გაუჩოს ცხოვრების ისტორია. ქუჩის ფეხბურთიდან ვარსკვლავად ჩამოყალიბებამდე. თრეილერში რონალდინიო  ფეხბურთის მიმართ სიყვარულზე და ხალხის წინაშე თამაშის შეგრძნებაზე საუბრობს.

"ბურთი ჩემი ცხოვრების სიყვარულია. როდესაც ბურთს ვეხები მთელი მსოფლიო ჩერდება. იმ მომენტში სხვა არაფერზე ვფიქრობ. რაც შენთვის რთულია, ჩემთვის ადვილია. არ არსებობდა დღეს, როდესაც თამაშზე არ ვფიქრობდი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრება იყო" - ამბობს რონალდინიო

ჯერჯერობით უცნობია როდის გამოვა მთლიანი ფილმი, მაგრამ თრეილერის ბოლოს მაყურებელი ხედავს წარწერას "რონალდინიო 2020", ამით კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლომდე ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ფილმი სრულად გამოვა.

გაუჩოს კარიერის საუკეთესო პერიოდად კატალოონის "ბარსელონაში" გატარებული დრო სახელდება. მსოფლიოს ჩემპიონმა "ბარსაში" 5 სეზონი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი, ერთი ჩემპიონთა ლიგის ტიტული და ერთი ოქროს ბურთი მოიგო. ჩაატარა 207 შეხვედრა და 94 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები