10 მიზეზი, რის გამოც მესის ბარსელონას დატოვება სურს
Aa
Aa

10 მიზეზი, რის გამოც მესის ბარსელონას დატოვება სურს

ესპანური გამოცემა "მარკა" აქვეყნებს იმ 10 მიზეზს, რის გამოც ლიონელ მესის "ბარსელონას" დატოვება სურს.

1. მიმდინარე მოვლენების გამო, კლუბიდან წასვლის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ბოლო ვადა 10 ივნისი აღარ არის. 

2. აღარ არსებობს 700 მილიონიანი გამოსასყიდი მესის კონტრაქტის უკანასკნელ წელს.

3. ბარტომეუს განცხადება იმის შესახებ, რომ მესის როცა მოესურვება მაშინ შეუძლია კლუბის დატოვება.

4. მესის აზრით კლუბის ახალი პროექტი ამბიციური არ არის და ვერცერთ მნიშვნელოვან ტიტულს ვერ მოიგებს.

5. ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლება მესის გეგმებში არ შედიოდა. არგენტინელი ერნესტოს გაშვების წინააღმდეგი იყო.

6. უთანხმოება ხელმძღვანელობასთან. ლიონელი "ბარტომეუს" ტროლებმა ძალიან გააღიზიანეს.

7. კიდევ ერთი უთანხმოება ერიკ აბიდალთან, რომელმაც გააკრიტიკა ის ფეხბურთელები, რომლებსაც ვალვერდეს წასვლა არ უნდოდათ.

8. მესი ვერ გრძნობს, რომ კლუბში მას უსმენენ და მისი აზრი მნიშვნელოვანია. არგენტინელს, ბარსას აკადემიის მოთამაშეების დაწინაურება სურს.

9. ლეო ფიქრობს, რომ "ბარსელონას" საუკეთესო წლები დასრულდა. იგი ეთანხმება პიკეს, რომ დროა ასაკოვანი ფეხბურთელები წავიდნენ და ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმონ.

10. მესი და მისი ოჯახი "ბარსელონას" სოციალური მედიის ობიექტები იყვნენ. მედიაში მათზე ცრუ და არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც 33 წლის ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას ამცნო, რომ "ბარსელონას" დატოვებას აპირებს. არგენტინელით უამრავი ევროპული გრანდი ინტერესდება, მაგრამ სხვადასხვა სპორტული გამოცემებიდან ვიგებთ, რომ მესის "მანჩესტერ სიტიში" სურს გადასვლა. ჯერჯერობით ლიონელს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა იგი დღევანდელ ვარჯიშზე არ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები