Aa
Aa

ზედიზედ მეხუთედ! - ლიონმა ლიგა მოიგო და რეალის შედეგი გაიმეორა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის გამარჯვებული ფრანგული „ლიონი“ გახდა. ლიონელებმა ფინალში გერმანულ „ვოლფსბურგს“ 3:1 მოუგეს და ტურნირზე ტიტული ზედიზედ მეხუთე სეზონში მოიპოვეს.

სან სებასტიანში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ფრანგებმა პირველი ტაიმი ლე ზომერისა და კუმაგაის გოლებით 2:0 დაასრულეს, 58-ე წუთზე „ვოლფებმა“ ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს და ბოლო წუთებზე გუნარსდოტირისგან კიდევ ერთი გოლი მიიღეს. კუმაგაი გახდა პირველი აზიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.

რაც შეეხებათ, სარა ბუჰადდისა და ვენდლი რენარს, მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეცხრედ ითამაშეს და მამაკაცთა შორის რეკორდის ავტორებს: პაკო ხენტოსა და პაოლო მალდინის მაჩვენებელი ერთით გააუმჯობესეს.

უეფა-ს ტურნირების ეგიდით, „ლიონი“ მადრიდის „რეალის“ მამაკაცთა გუნდს გაუთანაბრდა - ესპანელებმა 1956-61 წლებში ასევე ჩემპიონთა თასზე ტიტულის მოგება ზედიზედ 5 სეზონში შეძლეს.

პოპულარულმა გამოცემა goal.com-მა ამ ფორმაციის „ლიონს“ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გუნდი უწოდა.

„ლიონმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეშვიდედ მოიგო, რაც ტურნირის ყველა დროის რეკორდია. მეორე ადგილზე, 4 ჩემპიონობით ფრანკფურტის „აინტრახტია“. უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგა 2001-02 წლების სეზონიდან იმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები