Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" მილან შკრინიარის შეძენას გეგმავს

Calciomercato.com „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ „წითელი ეშმაკები“ მილან შკრინიარის გადაბირებას ცდილობენ.

იტალიური ვებგვერდის მიხედვით, „ოლდ ტრაფორდელები“ 25 წლის უკანახაზელისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები არიან და მიზნამდე ძალიან ცოტა დარჩათ.

ცოტა ხნის წინ, Sky Sport Italia-მ დაწერა, რომ კონტე და კლუბის მესვეურები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში მილან შკრინიარს გაასხვისებენ და მიღებულ თანხას შემადგენლობის გასაძლიერებლად დახარჯავენ.

გასულ ზაფხულს „ნერაძური“ სლოვაკი მცველის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვდა. Calciomercato-ს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო ამ ეტაპზე „ინტერი“ მზადაა დაახლოებით 40-50 მილიონ ევროს დასჯერდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები