მანჩესტერ იუნაიტედი დუგლას კოშტას უმიზნებს
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედი დუგლას კოშტას უმიზნებს

ცნობილი იტალიური გამოცემა, Tuttosport იუწყება, რომ დუგლას კოშტამ შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსი“ დატოვოს. „ბიანკონერის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო გუნდის გარდაქმნას აპირებს და დიდი შანსია, ბრაზილიელს ახალი კლუბის მოძებნა მოუწიოს.

29 წლის გარემარბს საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი „მანჩესტერ იუნაიტედია“. Tuttosport-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ „ბებერი ქალბატონის“ წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ და კოშტას შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს.

იტალიური გამოცემა გვარწმუნებს, რომ ბრაზილიელი გარემარბი ხელშეუხებელი არ გახლავთ და სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში, „იუვე“ მის გასხვისებაზე დაფიქრდება.

როგორც ირკვევა, „იუვენტუსს“ რამდენიმე მოთხოვნა აქვს და „მანჩესტერს“ მიზნის მისაღწევად მსხვერპლის გაღება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები