კოლაროვი ინტერში მიდის - ტრანსფერი პრაქტიკულად დასრულებულია
Aa
Aa

კოლაროვი ინტერში მიდის - ტრანსფერი პრაქტიკულად დასრულებულია

99%-იანი ალბათობით გადაწყვეტილია, რომ ალექსანდრ კოლაროვი კარიერას მილანის „ინტერის“ რიგებში გააგრძელებს.

სატრანსფერო ექსპერტ ფაბრიციო რომანოს თქმით, სერბი მცველი „ნერაძურის“ უკვე მოელაპარაკა და თავად „ინტერიც“ „რომასთან“ შეთანხმებასთან ახლოსაა. მოსაგვარებელი მხოლოდ ფორმალური დეტალები რჩება.

აღსანიშნავია, რომ მილანელებს „ჩელსიდან“ ემერსონ პალმიერის შეძენა სურდათ, თუმცა შესაძლო ტრანსფერი ლონდონელთა მიერ მოთხოვნილმა მაღალმა ფასმა, 25-მა მილიონმა ევრომ შეაფერხა.

კოლაროვის დამატება კი დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაჯდება, რადგან მას რომაელებთან კონტრაქტი შემდეგ წელს ეწურებოდა. იგი „ჯალოროსის“ შემადგენლობაში 2017 წლიდან თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები