Aa
Aa

რთული ბადე - ბასილაშვილი US Open-ის პირველ წრეში მილმანს შეხვდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის პირველ რაუნდში ავსტრალიელ ჯონ მილმანს შეხვდება.

მილმანს ბოლო წლებში საგრძნობი პროგრესი აქვს და ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 43-ე ადგილზე იმყოფება. ნიკა მას 3-ჯერ დაუპირისპირდა და 2-ჯერ დაამარცხა კიდეც.

თუკი ქართველი ამჯერადაც მოიგებს, მეორე წრეში ფრენსის ტიაფოსა და ანდრეას სეპის შორის გამარჯვებულზე გავა, მესამე რაუნდში პოტენციური მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვია, ხოლო 1/8 ფინალურ სტადიაზე მოწინააღმდეგე, დიდი ალბათობით, გასული გათამაშების ფინალისტი დანილ მედვედევი იქნება.

რეალურად, საკმაოდ რთული ბადეა და ნიკას დიდად არ გაუმართლა, მაგრამ იმედია, იგი ჩვეულ თამაშს აჩვენებს, რა შემთხვევაშიც წარმატების კარგი შანსი ნებისმიერ ამ სპორტსმენთან ექნება.

ბასილაშვილმა გასული წლის US Open-ზე მე-3 წრეში გააღწია და წელს 90 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

მისი და მილმანის მატჩის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თამაში 31 აგვისტოს ან 1-ელ სექტემბერს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები