ბლანი „პარი სენ ჟერმენს“ მომავალ სეზონშიც გაწვრთნის
Aa
Aa

ბლანი „პარი სენ ჟერმენს“ მომავალ სეზონშიც გაწვრთნის

როგორც „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ განაცხადა, ლორან ბლანი „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს არ დატოვებს და ის გუნდში მინიმუმ კიდევ  ერთი სეზონით დარჩება.

 

„ლორან ბლანი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომავალ სეზონშიც იმუშავებს. ის სწორ სამუშაოებს ატარებს და მისი განთავისუფლება გუნდს არაფერში წაადგება“ - განაცხადა ალ ხელაიფიმ

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლორან ბლანმა გუნდთან ერთად საფრანგეთის სუპერთასი და ლიგის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები