ჰამილტონმა ოსტინში 50-ე გამარჯვება მოიპოვა
Aa
Aa

ჰამილტონმა ოსტინში 50-ე გამარჯვება მოიპოვა

ლუის ჰამილტონმა თავისი 50-ე გამარჯვება ოსტინში, აშშ-ის დიდი პრიზის რბოლაში მოიპოვა და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერ ნიკო როსბერგთან ჩამორჩენა 26 ქულამდე შეამცირა. გერმანელი პილოტი, ვისაც ამ სეზონში 9 გამარჯვება აქვს, მეორე ადგილს დასჯერდა.

ჰამილტონმა ტექსასურ ტრეკზე, ხუთ სეზონში მეოთხე რბოლა მოიგო, რითაც მოუგებელი რბოლების სერია დაასრულა. მანამდე ბოლო გამარჯვება მას გერმანიის დიდ პრიზზე ჰქონდა მოპოვებული. მან პოულიდანვე კარგი სტარტი აიღო და რბოლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ დაკარგა მოწინავე პოზიცია, როცა პირველი პიტ სტოპი შეასრულა.

„შტატებში ყოფნა ყოველთვის მომწონს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ. ახლა ისღა დამრჩენია, სეზონის ბოლომდე ისევე კარგად ვირბოლო, როგორც ამ უქმეებზე. ნიკო მთელი წლის განმავლობაში ფანტასტიურად ასპარეზბს. ასე რომ, მასთან ბრძოლა გაგრძელდება“, - რბოლის შემდგომ, კვარცხლბეკზევე გამართული ინტერვიუსას, რომელსაც ჰოლივუდს ბრიტანელი ვასრკსვლავი ჯერარდ ბატლერი უძღვებოდა, განაცხადა ჰამილტონმა.

უნდა ითქვას, რომ ჰამილტონი ფორმულა 1-ის ისტორიაში მესამე მრბოლია, ვისაც 50 და მეტი რბოლა აქვთ მოგებული. პირველი ორი ალენ პროსტი და მიხაელ შუმახერია. პროსტის ანგარიშზე 51 გამარჯვებაა, შუმახერს კი 91 რბოლა აქვს მოგებული.

როსბერგმა სტარტზე მეორე ადგილი დანიელ რიკიარდოსთან ბრძოლაში დათმო, თუმცა შემდეგ პოზიციის დაბრუნებაში ხელი გარემოებებმა შეუწყო. კერძოდ, 30-ე წრეზე რიკიარდოს თანაგუნდელი მაქს ფერსტაპენი გაჩერდა, რის გამოც, ტრასაზე ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმი ჩაირთო. სწორედ ამ დროს შეასრულეს თავიანთი მეორე პიტ სტოპი „მერსედესის“ პილოტებმა. ავსტრალიელს კი მეორე სტოპი ოთხი წრით ადრე, სარბოლო რეჟიმის დროს ჰქონდა მოვლილი.

არ გაუმართლა კიმი რაიკონენსაც, ვისაც პიტ სტოპი უხეიროდ შეუსრულეს. ფინელი პილოტი მალე მიხვდა, რომ ერთი ბორბალი ცუდად ჰქონდა დამაგრებული და პიტლეინიდან გამოსასვლელში გაჩერდა. მერე კი, იმისათვის, რომ რბოლისთვის ხელი არ შეეშალა, დაღმართით ისარგებლა და თავისი „ფერარი“ ბოქსებისკენ დააგორა.

რაკონენის თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი მეოთხე ადგილს დასჯერდა. მეხუთე კი ფერნანდო ალონსომ დაიკავა, რომელმაც რბოლის მიწურულს, ძალიან აგრესიული მანევრით ჯერ ფელიპე მასას გაასწრო, ბოლო წრეზე კი კარლოს საინსიც ჩამოიტოვა.

 

აშშ-ის დიდი პრიზი

ოსტინი (ტექსასი), ცირკვიტ ოფ ამერიკას

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34.999
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:35.215
  3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:35.509
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:35.747
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:36.131
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:36.358
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:36.628
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:37.116
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:37.269
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:37.326

- - - - - - - - - -

  1. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:37.353
  2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:37.417
  3. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:37.480
  4. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:37.773
  5. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:37.935
  6. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:39.356

- - - - - - - - - -

  1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:38.308
  2. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:38.317
  3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.327
  4. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:38.548
  5. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:38.583
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 1:38.806

 

რბოლა, დისტანცია 308.405 კმ (5.513 კმ, 56 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:38:12.618
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) +00:04.520
  3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:19.692
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:43.134
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 01:33.953
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:36.124
  7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  11. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
  12. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  13. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  14. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1 წრე
  17. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1 წრე
  18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 2 წრე

გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 19 წრე

გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 28 წრე

გ. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 41 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 55 წრე

 

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:39.877, 55-ე წრე

 

მრბოლთა კლასიფიკაცია:

1. ნიკო როსბერგი - 331 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 305; 3. დანიელ რიკიარდო - 227; 4. სებასტიან ფეტელი - 177; 5. კიმი რაიკონენი - 170; 6. მაქს ფერსტაპენი - 165; 7. სერხიო პერესი - 84; 8. ვალტერი ბოტასი - 81; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 54; 10. ფერნანდო ალონსო - 52; 11. ფელიპე მასა - 49; 12. კარლოს საინსი - 38; 13. რომენ გროჟანი - 29; 14. დანილ კვიატი - 25; 15. ჯენსონ ბატონი - 21; 16. კევინ მაგნუსენი - 7; 17. ჯოლიონ პალმერი - 1; 18. პასკალ ვერლაინი - 1; 19. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1; 20. ესტებან გუტიერესი - 0; 21. მარკუს ერიკსონი - 0; 22. ფელიპე ნასრი - 0; 23. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) - 0; 24. ესტებან ოკონი - 0

 

კონსტრუქტორთა თასი:

1. მერსედესი - 636 ქულა; 2. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 400; 3. ფერარი - 347; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 138; 5. უილიამს-მერსედესი - 130; 6. მაკლარენ-ჰონდა - 74; 7. ტორო როსო-ფერარი - 55; 8. ჰაას-ფერარი - 29; 9. რენო - 8; 10. მენორ-მერსედესი - 1; 11. ზაუბერ-ფერარი - 0

ცხელი ამბები