Aa
Aa

ზედიზედ მეხუთედ ლიგის ფინალში - ლიონი ტიტულისთვის ვოლფსბურგთან იბრძოლებს

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის ფინალურ მატჩში გერმანული „ვოლფსბურგი“ და ფრანგული „ლიონი“ შეხვდებიან.

გუშინ გამართულ მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „ლიონმა“ პსჟ-ს ვენდლი რენარის ერთადერთი გოლით მოუგო და ლიონელები ფინალში ისტორიაში - მეცხრედ, ზედიზედ კი მეხუთედ ითამაშებენ.

„ლიონი“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 6-გზის გამარჯვებულია, რაც რეკორდია. გუნდს ტურნირი ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული, მათგან ორ ფინალში სწორედ „ვოლფსბურგს“ აჯობა. თავის მხრივ, „ვოლფებს“ ლიგა 2-ჯერ აქვთ მოგებული, ფინალში კი მეხუთედ გავიდნენ.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონი სატიტულო შეხვედრა კვირას, 30 აგვისტოს, სან სებასტიანის არენა „ანოეტაზე“ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები