ლომბარდიელი მაყურებელი სტადიონზე? - იტალიაში იმედიანად არიან
Aa
Aa

ლომბარდიელი მაყურებელი სტადიონზე? - იტალიაში იმედიანად არიან

საფეხბურთო ჩემპიონატების განახლების შემდეგ ყველა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ტარდება. იტალიაში კონკრეტულად კი ლომბარდიის რეგიონში შესაძლოა მომავალი სეზონიდან სტადიონზე მაყურებლების გარკვეული რაოდენობა დაუშვან.

Football italia-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ლომბარდიის გუბერნატორი ატილიო ფონტანა იტალიის მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ფონტანა თვლის, რომ მის რეგიონში, რომელიც სხვა ქალაქებთან ერთად მილანსა და ბერგამოს მოიცავს, კორონავირუსი აღარ მძვინვარებს და შესაძლებელია სტადიონზე გულშემატკივრების 25 პროცენტის დაშვება. 

იმ შემთხვევაში თუ მთავრობა კლუბებს გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით მწვანე შუქს აუნთებს "სან სიროზე" ყოველ თამაშზე 21 000 გულშემატკივარს შეეძლება შესვლა. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, "მილანს" "ინტერს" და "ატალანტას" სხვა კლუბებიც მიბაძავენ.

ატილიო ფონტანას იდეას ისიც ამყარებს, რომ იტალიაში თეატრები და კინო-თეატრები გაიხსნა. დარბაზში მაყურებლები სოციალური დისტანციის წესის დაცვით სხედან. ბუნებრივია, რომ სტადიონი დარბაზებთან შედარებით უფრო უსაფრთხო ადგილია, რადგან ღია ცის ქვეშ მდებარეობს.

"ნაპოლიმ" წინასასეზონო მოსამზადებელი მატჩებისთვის უკვე გაყიდა მატჩებზე დასასწრები ბილეთები და ამით მაგალითს მისცემს სხვა გუნდებს, თუ როგორ უნდა დაესწრონ გულშემატკივრები თამაშს სოციალური დისტანციის წესის დაცვით.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსის მთავარი ეპიცენტრი სწორედ მილანსა და ბეგამოში იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები