ვასილ მაისურაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
Aa
Aa

ვასილ მაისურაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ახალგაზრდული ნაკრები პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. 8 სექტემბერს 21 წლამდე ნაკრები სტუმრად ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება.

მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს ვასილ მაისურაძის გუნდი თბილისში 29 აგვისტოს დაიწყებს. ვასილ მაისურაძემ საფრანგეთთან და ლიხტენშტაინთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა,გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი)

მცველები: ლუკა ლაკვეხელიანი („მეზოკოვეშდი“, უნგრეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“,ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“ წყალტუბო”), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), ნიკა გაგნიძე („დილა“, გორი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი), რატი მჭედლიშვილი („ლოკომოტივი“,თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“ წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“, თბილისი).

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი როგორ ეროვნული, აგრეთვე 21 წლამდე ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები