დამსახურებული აღიარება - უეფამ ნოიერი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
Aa
Aa

დამსახურებული აღიარება - უეფამ ნოიერი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

ჩემპიონთა ლიგა ყოველი სათამაშო კვირის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.

უკანასკნელ კვირაში უეფამ საუკეთესოდ მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი დაასახელა. გერმანელმა კიპერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესანიშნავი "სეივები" განახორციელა.

მანუმ გუნდი გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. საბოლოო ჯამში "რეკორდმაისტერმა" პსჟ 0:1 დაამარცხა და ისტორიაში მეექვსედ დაეუფლა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ტიტულს.

ფინალამდე, ასევე გასულ კვირას, ჰანსი ფლიკის გუნდი ნახევარფინალში "ლიონს" დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველ ნახევარში ფრანგები გერმანელებს აქტიურად უტევდნენ და რომ არა მანუელ ნოიერის ოსტატობა, რუდი გარსიას შეგირდები ანგარიშს გახსნიდნენ. საბოლოოდ "რეკორდმაისტერმა" მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები