ბოჰემური განტვირთვა - მაგუაიერმა დაპატიმრებამდე 63 000 ევრო დახარჯა
Aa
Aa

ბოჰემური განტვირთვა - მაგუაიერმა დაპატიმრებამდე 63 000 ევრო დახარჯა

The Sun ჰარი მაგუაიერთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი 2 დღით საბერძნეთის პოლიციაში იყო დაკავებული.

ამ ინციდენტამდე მაგუაიერმა და მისმა მეგობრებმა 63 000 ევრო დახარჯეს. ინგლისელ ფეხბურთელს საბერძნეთში საკუთარი ძმა ჯო მაგუაიერი, როს ბარკლი, კრის ჰიუჯისი და სნუკერის მოთამაშე ჯუდ ტრამპი ახლდა.

მეგობრებმა ხსენებული თანხა გართობის მიზნით დახარჯეს. მათ მიიღეს მზის აბაზანები, რომლის ფასიც 2000 ევროს აღემატება. ასევე, 2002 წლის გამოშვება „დომ პერინიონი“ - 18 000 ევრო. „არმან დე ბრინიაკის“ 1 ბოთლი შამპანური - 17 000 ევრო. 3 ბოთლი „ჯეკ დენიელსი“ - 750 ევრო.

სპორტსმენებს ფული არც საკვებში დანანებიათ. მათ შეუკვეთეს 7 სახეობის თევზის ასორტი, რომელიც 820 ევრო დაჯდა. ასევე, 1200 ევროს ლობსტერი და ბერძნული სამზარეულოს კერძების ასორტი.

მეგობრებმა შესანიშნავი დრო გაატარეს, მაგრამ ამის შემდეგ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მაგუაიერმა ჯერ ტურისტს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ - სამართალდამცავებს.

როგორც მოგახსენეთ, ამის გამო "წითელი ეშმაკების" კაპიტანი 2 დღე საბერძნეთის ციხეში იმყოფებოდა, თუმცა სასამართლომ დამნაშავედ არ სცნო და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები