ექიმებმა ინიესტას ტრავმაზე ოფიციალური დასკვნა გამოაქვეყნეს
Aa
Aa

ექიმებმა ინიესტას ტრავმაზე ოფიციალური დასკვნა გამოაქვეყნეს

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი და კაპიტანი ანდრეს ინიესტა, მოედანს 2 თვის ვადით ჩამოშორდა.

ექიმების დასკვნით, 32 წლის ნახევარმცველს მუხლის დაზიანება აქვს, რომლის რეაბილიტაციასაც 6-დან 8 კვირამდე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ინიესტამ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ვალენსიასთან" შეხვედრაში მიიღო და მოედნიდან მატჩის პირველ ნახევარში გავიდა.

ამგვარად, ინიესტა სეზონის პირველ "ელ კლასიკოსაც" გამოტოვებს, რომელიც "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის, 4 დეკემბერს "ნოუ კამპზე" გაიმართება.

 

მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები