Aa
Aa

"არ ვიცი, ეს ზეიმი როდის დასრულდება" - ფლიკის პირველი კომენტარი ჩემპიონის რანგში

ჰანს-დიტერ ფლიკი "ბაიერნის" ისტორიაში მეორე მწვრთნელია, რომელმაც გუნდს ტრებლი მოაგებინა. პირველად ეს 2012-13 წლებში იუპ ჰაინკესმა გააკეთა. თუმცა, ფლიკის "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა და ტურნირი ისე მოიგო, რომ ყველა, 11-ვე თამაში გამარჯვებით დაასრულა.

55 წლის სპეციალისტმა ფინალის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორის რანგში პირველი პრესკონფერენცია მოაწყო და შთაბეჭდილებები მედიის წარმომადგენლებს გაუზიარა.

"ამ გამარჯვებაში წვლილი უამრავ ადამიანს მიუძღვის. ნამდვილად არ დამიდგენია ვადა, როცა ზეიმი უნდა დასრულდეს. ტიტულის მოგების შემდეგ ნორმალურია, რომ ეს ამბავი აღნიშნო. უნდა გქონდეს ზეიმი, წვეულება და მართლა არ ვიცი, ეს ზეიმი როდის უნდა დამთავრდეს.

რა შესანიშნავი სანახავი იყო ჩემი გუნდის თამაში. ასევე ის, თუ როგორ დავიცავით თავი მათი ბრწყინვალე შეტევითი ხაზისგან. ჩვენ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, მანუელ ნოიერი, რომელმაც გარკვეულ ეპიზოდებში გადაგვარჩინა. ალბათ, კინგსლი კომანი რიბერი-რობენის ჩრდილიდან ამ სეზონში საბოლოოდ გამოვიდა. იგი უაღრესად ნიჭიერია და დღეს აჩვენა, რომ გოლების გატანაც შეუძლია".

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა/თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო და ამ მხრივ "ლივერპულს" გაუთანაბრდა. ამ გუნდებზე წინ 7-ტიტულიანი "მილანი" და 13-ტიტულიანი "რეალი" არიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები