რუს მსოფლიო ჩემპიონს ქორწილში მეუღლეზე უთხრეს, რომ მეძავი იყო და ვიდეო აჩვენეს...
Aa
Aa

რუს მსოფლიო ჩემპიონს ქორწილში მეუღლეზე უთხრეს, რომ მეძავი იყო და ვიდეო აჩვენეს...

თავისუფალი სტილით მოჭიდავე რუსი მსოფლიო ჩემპიონის, ზაურბეკ სიდაკოვის ქორწილის ცერემონია უცნაური სკანდალური ამბით დასრულდა.

ცნობილი რუსული გამოცემა sports.ru ვებგვერდ woman.ru-ზე დაყრდნობით წერს, რომ სიდაკოვის ქორწილი ჩაიშალა, მისი მეუღლე საერთოდ ქალაქიდან გააძევეს, ხოლო თავად სპორტსმენი ტერიტორიას გაარიდეს, რათა ტრაგედია არ დატრიალებულიყო.

საქმე მოჭიდავის მეუღლის წარსულს ეხება. საქორწინო ცერემონიის მიმდინარეობისას სიდაკოვის რამდენიმე ახლობელს მიუვიდა შეტყობინება, რომელშიც ანონიმური პირი ამბობდა, რომ სპორტსმენის მეუღლე ახლო წარსულში მეძავად მუშაობდა და შესაბამის საიტებზე მისი ფოტოებიც იყო განთავსებული. ამ შეტყობინებასთან ერთად, ასევე მიიღეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ემსახურება გოგონა იმ კლიენტს, რომელმაც ეს ვიდეო სიდაკოვის ახლობლებს გაუგზავნა.

როგორც უკვე ვთქვით, ამის შემდეგ სიდაკოვი ადგილიდან ძალით გაიყვანეს, ხოლო მისი აწ უკვე ყოფილი ცოლი ქალაქიდან გააძევეს. გოგონამ, რომლის სახელიც უცნობია, თავისი ანგარიში ყველა სოციალურ ქსელში გააუქმა.

ქორწილი აგვისტოს დასაწყისში, ქალაქ ვლადიკავკაზში გაიმართა, თუმცა ეს ამბავი გასულ კვირამდე არ გახმაურებულა. გასული კვირიდან მოყოლებული კი თემაზე რუსულ პრესაში არაერთი სტატია დაიწერა.

ზაურბეკ სიდაკოვი 24 წლისაა, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 74 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს და უკვე საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი გახლავთ. მან 2018 წელს - ბუდაპეშტში, ხოლო 2019 წელს ნურ-სულთანში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2018 წელს, ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ავთანდილ კენჭაძე დაამარცხა. ასევე მინსკის 2019 წლის ევროპული თამაშების ოქროსმედალოსანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები