კრიშტიანუს შედევრის გამეორება! - სუპერმაკრატელა გოლი ესტონეთის ჩემპიონატში
Aa
Aa

კრიშტიანუს შედევრის გამეორება! - სუპერმაკრატელა გოლი ესტონეთის ჩემპიონატში

ესტონეთის რანგით მეორე დივიზიონ Esiliiga-ს მე-18 ტურის შეხვედრაში, "პარნუსა" და "ელვას" შორის, ანგარიში ულამაზესი მაკრატელა დარტყმით გაიხსნა.

"ელვას" ცენტრფორვარდმა, დევიდ ლეჰტერმა ფლანგიდან ჩაწოდებული მაღალი ბურთი კარში მიწაზე დაუშვებლად მაკრატელათი გადაგზავნა და იშვიათი სილამაზის ბურთი შეაგდო.

წესით, დაგვეთანხმებით, რომ ლეჰტერის ეს გოლი კრიშტიანუ რონალდუს მიერ "იუვენტუსის" კარში 2018 წელს გატანილ მაკრატელას წააგავს. ორივე ფეხბურთელს ბურთთან მისასვლელად ოდნავ უკუსვლა დასჭირდა და ის კარში მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა.

ლეჰტერის ამ შედევრის მიუხედავად, "ელვამ" ეს თამაში 1:2 წააგო. რაც შეეხება 20 წლის დევიდ ლეჰტერს, იგი ესტონური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ "ლევადიას" აღზრდილია და "ელვას" რიგებში თებერვალში გადავიდა. მან მიმდინარე Esiliiga-ში მე-9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მოწინავეთა შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები