წარუმატებელი დაბრუნება - ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა
Aa
Aa

წარუმატებელი დაბრუნება - ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის ტურნირზე დაახლოებით 6-თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და ცინცინატიში მიმდინარე გათამაშებას პირველსავე წრეში დაემშვიდობა.

ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილზეა, მსოფლიოს მე-20 ჩოგან კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდა და საათსა და 17 წუთში - 4:6; 1:6 დამარცხდა.

პირველი სეტის უდიდესი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ დასკვნით გეიმებში ბასილაშვილს ჩავარდნა დაეწყო, რაც პარტიის დასრულების წინაპირობა გახდა, მეორე სეტში კი ბრძოლა პრაქტიკულად აღარ ყოფილა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკაში დარჩება და მოემზადება US Open-ისთვის, რომელიც ნიუ იორკის კორტებზე 31 აგვისტოდან დაიწყება. ქართველი გასული წლის ამერიკის ღია პირველობაზე მე-3 წრეში გავიდა და წელს 180 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები