Aa
Aa

"მე აქ სწორედ ლიგის მოსაგებად გადმოვედი" - ნეიმარი ფინალის წინ იმედიანადაა

საფეხბურთო სამყარო ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მოლოდინშია. პსჟ-ს ამ ტურნირის პირველად მოგებას შეეცდება, ხოლო "ბაიერნი" მეექვსე ევროპულ ტრიუმფს უმიზნებს.

პარიზელთა ლიდერმა, ნეიმარმა შეხვედრის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ისტორიული თამაშისთვის სრულ მზადყოფნაშია.

“ჩემპიონთა ლიგის მოგება განსაკუთრებული მიღწევაა, მაგრამ მოიგო ლიგა პსჟ-სთან ერთად, ეს უფრო გრანდიოზული მოვლენა გახლავთ. ჩვენი კლუბი ამით ისტორიას დაწერს და თითოეულ ჩვენგანს ამის გაკეთება შეგვიძლია.

მე აქ სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადმოვედი. ნახევარფინალში შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ თუ ფინალს ვერ მოვიგებთ, ამას არავინ გაიხსენებს. "ბაიერნი" რთული მეტოქეა და ეს იქნება უდიდესი გამოცდა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ", - ამბობს ბრაზილიელი სუპერსტარი.

ფრანგები ჩემპიონთა ლიგის/თასის 64-წლიან ისტორიაში ფინალში პირველად გავიდნენ. აქამდე მათი საუკეთესო შედეგი იყო 1/2 ფინალი, რომელშიც 1995 წლის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს.

პსჟ-სა და "ბაიერნის" ფინალური შეხვედრა 23 აგვისტოს, ლისაბონის "და ლუჟის" არენაზე, თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება. თამაშს იტალიელი დანიელე ორსატო იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები