1998 წლის ფინალი - როცა
Aa
Aa

1998 წლის ფინალი - როცა "ინტერმა" უეფას თასი მოიპოვა

დიდხნიან პაუზის შემდეგ მილანის „ინტერი“ ევროპული თასების ფინალში გავიდა.

დღეს ფრანკფურტში ანტონიო კონტეს გაწვრთნილი ფეხბურთელები ევროპის ლიგის ფინალში „სევილიას“ 23:00 დაუპირისპრიდებიან.

10 წლის წინ მილანურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიპოვა. იტალიელებმა ფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხეს.

მაგრამ დღეს ვისაუბრებთ 1998 წლის მილანის „ინტერზე“,რომელმაც უეფას თასი მოიგო.

მილანურ კლუბში ბრწყინავდა ბრაზილიელი რონალდო. რომელამაც ტურნირის განმავლობაში 6 გოლი გაიტანა.

ფინალურ შეხვედრაში,რომელიც პარიზში გაიმართა „ინტერი“ რომის „ლაციოს“ დაუპირისპირდა.

ლუიჯი სიმონის გაწრთნილმა ფეხბურთელებმა მეტოქე მარტივად ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

მატჩის დებიუტშივე ანგარიში ჩილელმა ლეგიონერმა ივან ზამორანომ გახსნა.

მე-60 წუთზე მილანელბი 2 ბურთის სხვაობით ხავიერ ძანეტიმ დააწინაურა.

მატჩის საბოლოო ანგარიში კი რონალდომ 70-ე წუთზე დააფიქსირა და იტალიურ კლუბს უეფას თასი ისტორიაში მესამედ მოაპოვებინა.

უეფას თასის ფინალურ შეხვედრამდე "ინტერმა" ტურნირიდან  შვეიცარიული "ქსამაქსი", ფრანგული "ლიონი", "სტრასბურგი", გერმანული "შალკე" და რუსული "სპარტაკი" გამოთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები