Aa
Aa

მოლაპარაკებები გართულდა - კავანი ბენფიკაში აღარ გადავა?

პორტუგალიური Record-ის ცნობით, ლისაბონის „ბენფიკასა“ და ედინსონ კავანის შორის მოლაპარაკებები საგრძნობლად გართულდა.

მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ და თითქოს კავანის „და ლუჟზე“ გადასვლას აღარაფერი აკლდა, მაგრამ ბოლო დღეებში პარიზში გამართულმა მოლაპარაკებებმა უარყოფითი ძვრები გამოიწვია.

Record-ის მტკიცებით, ვითარება გუშინ უფრო გართულდა, დღეს კი შედარებით უკეთესი სიმპტომები შეინიშნება. თუმცა გამოცემა იმასაც წერს, რომ „არწივების“ ხელმძღვანელებმა უკვე სხვა ვარიანტებზე ფიქრი დაიწყეს.

„ბენფიკა“ კავანის 3-წლიან კონტრაქტსა სთავაზობდა, თანაც გუნდში გადასვლისთანავე ურუგვაელი პირდაპირ 8 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსს მიიღებდა. ხელშეკრულების მიხედვით კი, მისი წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნებოდა.

მხარეებს შორის საკითხის გართულება სწორედ ხელფასის თემამ გამოიწვია. კავანი პსჟ-ში წლიურად დაახლოებით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა და შემოსავლის დიდად შემცირება, რა თქმა უნდა, არ სურს.

სირთულეების მიუხედავად, ლისაბონელებს ფარ-ხმალი ჯერ არ დაუყრიათ და მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები