ისტორიული დღე - ორი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს
Aa
Aa

ისტორიული დღე - ორი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს

ქართული სპორტის ისტორიაში 21 აგვისტო გამორჩეული თარიღია.

2004 წლის 21 აგვისტოს ოლიმპიური ჩემპიონი 85 კილოში მოასპარეზე ძალოსანი გიორგი ასანიძე გახდა.

ქართველმა ძალოსანმა ათენის ოლიმპირ თამაშებზე ორჭიდის ჯამში 382,5 კილო დაძლია და დამოუკიდებელი საქართველოს ისტროიაში გახდა მეორე ოლიმპიური ჩემპიონი. სამი დღით ადრე კი მთელი საქართველო ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა გაახარა.

გიორგი ასანიძემ ვერცხლის პრიზიორს ბელარუს ანდრეი რიბაკუს 2,5 კილოთი აჯობა.

ბელარუსი სპორტსმენი გამოსარჩევია იმ ფაქტით,რომ ის ოლიმპიურ თამაშებზე B ჯგუფში მონაწილეობდა და მისგან ოლიმპიურ მედალს არავინ ელოდა. ბრინჯაოს მედალი კი მასპინძელმა პიროს დიმასმა დაისაკუთრა.

4 წლის შემდეგ ამავე დღეს ოლიმპიური ჩემპიონი 84 კილოში მოასპარეზე მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილი გახდა.

აგვისტოს მძიმე დღეებში ქართველმა ფალავანმა ჩინეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ფინალურ შეხვედრაში მინდორაშვილმა ტაჯიკი მეტოქე იუსუპ აბდუსალომოვი ანგარიშით 2:3 3:0 4:0 დაამარცხა.

ფინალამდე ქართველმა ფალავნმა სამ ბრძოლა გამართა. რევაზმა ჩინურ ხალიჩაზე გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველ დავით ბიჭინაშვილს, სომეხ ჰარუტინ იენოკიანსა და რუს გიორგი კეტოევს მოუგო.

შეგახსენებტ,რომ წლევანდელი ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები კორონავირუსის გამო ერთი წლით გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები