Aa
Aa

"ასეთი დაცვითი სიტი პირველად ვნახე" - ბერბატოვმა გუარდიოლა გააკრიტიკა

ვეტერანმა ბულგარელმა, დიმიტარ ბერბატოვმა პეპ გუარდიოლა გააკრიტიკა. „ბერბას“ აზრით, „ლიონის“ წინააღმდეგ „სიტიმ“ არასწორი ტაქტიკით ითამაშა.

„მეოთხედფინალური მატჩისას პეპის მიერ გამოყენებული ტაქტიკით ძალიან გაკვირვებული დავრჩი. „სიტიმ“ ასეთი დაცვითი გუნდის შთაბეჭდილება პირველად დამიტოვა.

ზოგადად, გუარდიოლას ფორმაციის „სიტი“ საკუთარი სტილით თამაშობს, იმის მიუხედავად, რომელი გუნდია მისი მეტოქე. თუმცა, ამ შემთხვევაში, ისე ჩანდა, თითქოს ისინი „ლიონს“ ზედმეტ პატივს სცემდნენ. „პეპი“ სამომავლოდ გაიაზრებს, კონკრეტულად რა შეცდომები დაუშვა“.

გუარდიოლას ხელმძღვანელობით „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ზედიზედ მესამედ დამარცხდა, „პეპის“ პირველ სეზონში კი საერთოდ 1/8 ფინალში წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები