Aa
Aa

"ბარსას" "ვალენსიასთან" 2 ლიდერი დააკლდება!

კატალონიურ "ბარსელონას" "ლა ლიგის" მორიგ ტურში, რომლის ეგიდითაც გუნდი "მესტალიაზე", "ვალენსიასთან" ითამაშებს, ორი ლიდერი, ხორდი ალბა და ხერარდ პიკე ვერ დაეხმარება. 

როგორც მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელმა ტრავმა შუა კვირაში "სიტისთან" მატჩისას მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ესპანური პრესის თქმით, პიკეს ტერფის ტრავმა აქვს. ხოლო განაპირა მცველი ალბა, კარგა ხანია მყესის ტრავმას მკურნალობს.

გარდა ამ ორი ფეხბურთელისა, "ბლაუგრანას" მომავალ უქმეებზე ვერც ჰოლანდიელი მეკარე იასპერ სილესენი დაეხმარება. 

"ვალენსიასა" და "ბარსელონას" მატჩი, ხვალ, 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

 

მომზადებულია football-espana.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები