Aa
Aa

"სიტი" კულიბალის ტრანსფერს უახლოვდება

იტალიური და ინგლისური პრესის ერთობლივი ცნობებით, „მანჩესტერ სიტისა“ და „ნაპოლის“ შორის კალიდუ კულიბალის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის.

ნეაპოლელებმა ბოლო დღეებში გაკეთებული 67-მილიონიანი წინადადება არ მიიღეს, მომდევნო შეთავაზება კი დაახლოებით 75-76 მილიონი ევროს ღირებულების იქნება.

წამყვანი აპენინური გამოცემების თქმით, „ქალაქელებმა“ ნეაპოლელებს გასაღები მოუნახეს და შემდეგი ოფიციალური შეთავაზება უკვე მომგებიანი იქნება. როგორც ირკვევა, მანჩესტერული კლუბი კულიბალის ტრანსფერში 70 მილიონ ევროსა და 5-6 მილიონის ოდენობის ბონუსებს ჩამოდის.

თავად კულიბალის აგენტთან „სიტიმ“ უკვე მოილაპარაკა. სენეგალელი მცველი „ქალაქელებთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო წლიურ ხელფასად 9 მილიონი ევრო ჩაერიცხება.

„ნაპოლი“ კულიბალის შემცვლელის გადასაბირებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. Mirror-ის დღევანდელი ცნობის მიუხედავად, როგორც ჩანს, ნეაპოლელებს „ლილიდან“ გაბრიელის დამატების იმედი ჯერ არ დაუკარგავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები