Aa
Aa

ნოიერი: "ფლიკი ყველა მატჩისთვის ბრწყინვალედ გვამზადებს"

მანუელ ნოიერმა „ლიონთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 34 წლის მეკარემ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჰანსი ფლიკი გუნდს ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ ბრწყინვალედ განაწყობს.

„ჩვენი ამჟამინდელი ძალა მხოლოდ განაცხადში მყოფ 18 ფეხბურთელში არ გამოიხატება. ვართ დიდი გუნდია და ფანტასტიკურია, როცა ასეთი ერთობა არსებობს.

ჰანსი ფლიკს სიმშვიდე ახასიათებს, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების წინ. მეტოქის სახელისა და სტატუსის მიუხედავად, იგი თითოეული თამაშისთვის ძალიან კარგად გვამზადებს. ყოველთვის კონკრეტული გეგმა გვაქვს, შედეგებს კი თავადაც ხედავთ“.

ნოიერი „ბაიერნთან“ ერთად ლიგის მეორედ მოგებას უმიზნებს. იგი 2012-13 წლებშიც „ტრებლის“ მომგები „რეკორდმაისტერის“ მნიშვნელოვანი წევრი იყო. „მანუს“ გარდა, იმ გუნდიდან მიუნხენელთა ღირსებას ისევ იცავენ ხავი მარტინესი, ჟერომ ბოატენგი, ტომას მიულერი და დავიდ ალაბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები