ჩხეტიანი: ''ყველას ბოდიშს ვუხდი, არაფერი გამოგვივიდა''
Aa
Aa

ჩხეტიანი: ''ყველას ბოდიშს ვუხდი, არაფერი გამოგვივიდა''

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამო'' შინ ''ტირანასთან'' 0:2 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე ალბანური კლუბი გავიდა. მატჩის შემდეგ ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

კახა ჩხეტიანი: ''ვერ შევქმენით მომენტები. ეს ფაქტია და ამიტომაც დავმარცხდით.

რატომ შევარჩიე აღნიშნული თერთმეტეული? სხვა ფეხბურთელები რომ დამეყენებინა და დავმარცხებულიყავით, იგივეს მეტყოდით და გამაკრიტიკებდით. კრიტიკას ვიღებ. თუ ვერ შევარჩიე ის შემადგენლობა, რომელმაც წარმატებას ვერ მიაღწია, ჩემი ბრალია.

რაიმე რომ გამოგვსლოდა, წარმატებას მივაღწევდით. ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვი, რომ უგულოდ ითამაშეს. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

ევროპა ლიგის მატჩისთვის ყველაფერი უნდა შევცვალოთ. დღეს არაფერი გამოგვივიდა.

ყველას ბოდიშს ვუხდი ასეთი ცუდი თამაშისთვის.

თუ კლუბის ხელმძღვანელები ჩათვლიან, რომ კლუბი არ ვითარდება და წინ არ მიდის, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა კლუბი დავტოვო''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები