Aa
Aa

მორიგი შეთავაზება - სიტი კულიბალის ტრანსფერს უახლოვდება

Daily Mirror-ის მტკიცებით, „ნაპოლიმ“ „მანჩესტერ სიტისგან“ კალიდუ კულიბალის ტრანსფერის თაობაზე ახალი შეთავაზება მიიღო.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, „ქალაქელებმა“ ნეაპოლიტანელებს რამდენიმე დაბლოკილი წინადადების შემდეგ სენეგალელი მცველის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი შესთავაზეს.

დღევანდელი კურსით, აღნიშნული თანხა დაახლოებით 67 მილიონ ევროს უტოლდება, რაც „ნაპოლის“ მიერ მოთხოვნილ ფასთან საკმაოდ ახლოსაა. „პარტენოპეიმ“ ამ ზაფხულს კულიბალის ფასად 70-75 მილიონი ევრო დაადო.

გარიგების წარმატებით დასრულების მაღალ ალბათობაზე ისიც მიუთითებს, რომ ნეაპოლელები ცენტრალურ მცველს აქტიურად ეძებენ და ამ კუთხით რამდენიმე ფრონტზე მუშაობენ.

პეპ გუარდიოლას 29 წლის აფრიკელის „ეტიჰედ სთედიუმზე“ ხილვა უკვე რამდენიმე სეზონია სურს და, როგორც ჩანს, მიზანს ამ ზაფხულს მიაღწევს. ტანმაღალ უკანახაზელს „ნაპოლის“ მაისური 2014 წლიდან აცვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები