4 წლის წინ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
Aa
Aa

4 წლის წინ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

ზუსტად 4 წლის წინ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა ფინალუ ბრძოლაში იაპონელი მოჭიდავე რეი ჰიგუჩი მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა.

რიოს ფინალურ შეხვედრამდე ხინჩეგაშვილმა სამ მეტოქეს ყაზახ ნურისლამ სნაიევს (4:3), აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევსა (5:3) და ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს (8:4) მოუგო.

შეგახსენებთ,რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშები ვერცხლის მედალით დაასრულა. ფინალში ლადომ ჯამალ ოთარსულტანოვთან წააგო.

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი საქართველოს დელეგაციამ ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა.

ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდნენ.

ვერცლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა,ხოლო ბრნჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა,გენო პეტრიაშვილმა,შმაგი ბოლქვაძემ და ირაკლი თურმანიძემ დაისაკუთრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები