გვილიას კარგი თამაში -
Aa
Aa

გვილიას კარგი თამაში - "ლეგია" შემდეგ ეტაპზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიაკციო ეტაპზე ვაკო გვილიას „ლეგიამ“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

პოლონურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიის „ლინფილდი“ კანტეს გოლით დამარცხა.

შეხვედრის 82-ე წუთზე გვინეელმა ფორვარდმა გოლი ვაკოს გვილიას გადაცემით გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის საკავალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში „ლეგია“  სომხური „არარატ არმენიასა“ და კვიპროსული „ომონიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ,რომ თავის შეხვედრას თბილისის „დინამო“ დღეს გამართავს.

დედაქალქელთა მეტოქე ალბანური „ტირანა“ იქნება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება. პანდემიის გამო მატჩზე გულშემატკივრების დასწრება აკრძალულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები