Aa
Aa

"ჩემთვის ფულზე მთავარი UFC-ის კონტრაქტია" - ხაბიბისა და მეივეზერის ბრძოლა აღარ შედგება

ხაბიბ ნურმაგომედოვის ინფორმაციით ბრძოლა მასსა და ფლოიდ მეივეზერს შორის ჯერ არ შედგება. მისი თქმით მას არ სურს UFC-ის კონტრაქტის დარღვევა.

 ამერიკელი მოკრივე სპორტიდან 2017 წელს კონორ მაკგრეგორისთან გამარჯვების შემდეგ წავიდა. მაგრამ ეს პერიოდი ის სულ იმუქრებოდა,რომ პენსიიდან 2020 წელს დაბრუნდებოდა,

პირველად ხაბიბმა 43 წლის მოკრივე 2018 წელს გამოიწვია. რუსმა მებრძოლმა ფლოიდი მიმიდნარე წელს მეორედაც გამოიწვია.

31 წლის სპორტსმენს შეახსენეს,რომ მას UFC-თან ხელშეკრულება აკავშირებს და მისი დარღვევის შემთხევევაში რუს მებრძოლს სანქციები დაიკსრებოდა.

ჩემთვის მთავარი კონტრაქტია და არა ფული. მე მაქვს UFC-თან კონტრაქტი და მის დარღვევას არ ვაპირებ. მეივერზერთან ბრძოლა კი მოგვიანებით იქნება“- განაცხადა ხაბიბმა

ადრე ხაბიბმა განაცხადა,რომ ის მეივეზერთან კრივის წესებით იბრძოლებდა და ამერიკელი მას ნოკაუთში ვერ ჩააგდებდა. მან ასევე ამერიკელ მოკრივეს შეუთვალე რომ ის თანახმაა 11 რაუნდიან ბრძოლაზე თუ დაუმარცხებელი მეივეზერი 1 რაუნდს MMA-ის წესებით იჩხუბებდა.

მარტში UFC-ის ვარსკვლავის აგენტმა ალი აბდელაზიზმა განაცხადა,რომ მათ მეივეზერთან ბრძოლაში 100 მილიონი დოლარი შესთავაზეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები