Aa
Aa

პედრო უკვე რომშია - რომა ხმაურიან ტრანსფერს მალე გააოფიციალურებს

ესპანელი შემტევი, პედრო როდრიგესი იტალიის დედაქალაქში ჩავიდა და უახლოეს დღეებში „რომას“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. პედროს რომში ჩასვლის ფოტო ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.

33 წლის მოთამაშემ „ჩელსი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და სერია A-ში, „ჯალოროსის“ სახით, ახალი გამოწვევა მიიღო.

კიდევ ერთი გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, რომ პედრო „რომასთან“ კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. მხარეები შეთანხმებას მას შემდეგ გამოაცხადებენ, რაც „რომას“ ახალი მფლობელი კომპანია Friedkin Group-ი სრულად გადაიბარებს, ეს კი უახლოეს 2-3 დღეში უნდა მოხდეს.

„ბარსელონაში“ გატარებული 9-წლიანი პერიოდის შემდეგ პედრო 2016 წელს „ჩელსის“ შეუერთდა, ამიერიდან კი ევროპის კიდევ ერთ ტოპ ჩემპიონატში გამოცდის ძალებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები