ფუტსალის ლიგა - ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა
Aa
Aa

ფუტსალის ლიგა - ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა. „თელასისა“ და „თსუ“-ს დაძაბაბული დაპირირსპირები ძირითადი დრო ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს ნიკოლოზ ხარატიშვილისა და ჯანო გიორგაიას გოლებით 2:0 ამარცხებდა. შეხვედრის ბოლო სამ წუთში კი „სტუდენტებმა“ ნოდარ ქურცაძის დუბლით წონასწორობა აღადგინეს.

დამატებით დროში „თელასი“ წინ ჯანო გიორგაიამ გაიყვანა. მატჩის დასრულებამდე სამი წამით ადრე კი ლაშა სიგუნავას გოლით დაპირისპირება პენალტების სერიაში გადავიდა.

პენალტის ნიშნულიდან უკეთ თელასმა დაარტყა და ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ფინალის საუკეთესო მოთამაშედ “თელასის“ მეკარე ალექსანდრე ჯამბურია დასახელდა.

ალექსანდრე ჯამბურია, თელასი:“დაძაბული თამაში იყო. შემადგენლობის მხრივ დანაკლისი გვაქვს და ფაქტობრივად ექვს მოთამაშეს უწევს ბოლომდე დახარჯვა, რაც რთულია. ორბურთიანი უპირატესობა წუთნახევარში გავფლანგეთ, მაგრამ საბედნიეროდ ბოლოს მაინც მოვიგეთ. თამაშში ყველაფერი იყო - დამატებითი დრო, პენალტები და მგონი მაყურებელმა ისიამოვნა ამით. დისკვალიფიცირებული მოთამაშე დაგვემატება გადამწყვეტ მატჩში, რაც დიდი ძალაა და ვფიქრობ, შანსები თანაბრად გვექნება ორივე გუნდს.“

ნოდარ ქურცაძე, თსუ:“ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, ორჯერ მოვახერხეთ მატჩის შემობრუნება, მაგრამ პენალტებში არ გაგვიმართლა და დავმარცხდით. მოწინააღმდეგის მხარეს უფრო იყო დღეს იღბალი. ბევრი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და შემდეგ თამაშში შევეცდებით შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ, კარგი თამაში ვაჩვენოთ და სასურველ შედეგს, ჩემპიონობას მივაღწიოთ.“

საქართველოს ფუტსალის ლიგის გამარჯვებული ოლიმპიურ სასახლეში 19 აგვისტოს გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები